მოგესალმებით PCMania-ს ფორუმზე!

გთხოვთ გაეცანით ფორუმის წესებს: http://pcmania.ge/terms-of-use/

მინდა დავწერო mymarket.ge-ის მსგავსი ვებ გვერდი

გამარჯობა, მინდა ავაწყო mymarket-ის მსგავსი ვებ გვერდი, არაფერი ვიცი გარდა იმისა რომ საჭიროა დომენი და ჰოსტინგი და თუ დამაკვალიანებთ კარგი იქნება.

Comments

  • გამარჯობა,

    თუ ჯერჯერობით მეტი არაფერი იცით, MyMarket-ის მაგვარი ვებგვერდის აწყობამდე (საკუთარი ხელებით) ჯერ ძალიან შორია. თუ გსურთ რომ პროგრამირება ისწავლოთ და შემდეგ თქვენით ააწყოთ საჭიროა დაიწყოთ ისეთი ენების შესწავლა როგორიცაა HTML / CSS / PHP / MySQL და ა.შ.

    ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება სანამ რეალური პროექტების შექმნას დაიწყებთ. ამიტომ გირჩევთ თუ ბიზნესის სახით გინდათ მსგავსი ვებ გვერდის წამოწყება, ვინმე გამოცდილ ვებ დეველოპერს ან სტუდიას შეუკვეთოთ.
  • PHP-ის სწავლა დავიწყე და არა ადვილი ენა. თქვენ თუ იცით დაახლოებით მაინც რამდენი დამიჯდება ვებ დეველოპერს რომ მივმართო?
  • შესაძლოა ადვილი არ არის მაგრამ შესწავლადია :)

    სამწუხაროდ ესე ზოგადად ვერ გეტყვით. დეველოპერი ინდივიდუალურ ფასს გამოიყვანს გარკვეულ პირობებზე ჩამოყალიბების შემდგომ.
  • მემგონი ჯობია ისევ codecademy.com- ზე გავაგრძელო სწავლა
  • კიბატონო, კარგი დასაწყისია.

    ასევე ეცადეთ ვიდეო გაკვეთილები ნახოთ და წიგნები წაიკითხოთ. უამრავი საშუალებებია, ყველა გემოვნებისთვის :)
  • დიდიდ მადლობა რჩევისთვის გავითვალისწინებ
This discussion has been closed.