მოგესალმებით PCMania-ს ფორუმზე!

გთხოვთ გაეცანით ფორუმის წესებს: http://pcmania.ge/terms-of-use/

HTC One M9 vs. One M8

image

შესაძლოა ახალი M9 არცთუ ისე განსხვავებულად მოგეჩვენოთ ერთი შეხედვით თავისი წინამორბედისაგან თუ არ ჩავთვლით გაუმჯობესებულ კამერასა და პროცესორს, მაგრამ ღირს კი M8-ის შეცვლა M9-ით?

M8-ის შემთხვევაში თქვენს განკარგულებაშია ოთხ ბირთვიანი Snapdragon 801 რომლის სიხშირეა 2.3გჰც
ახალ M9 გაუმჯობესდა და მას ახლა უკვე 8 ბირთვიანი Snapdragon 810 აქვს, რომლის 4 ბირთვი 2გჰც-ზე მუშაობს 4 კი 1.5გჰზ-ზე.
ოპერატიული მეხსიერება გაუმჯობესებულია 2გბ-დან 3გბ-მდე
ორი უკანა კამერის ნაცვლად ახლა მას ერთი 20მპ-იანი კამერა აქვს f/2.2 ლინზით.
წინა კამერა 5-ის ნაცვლად ახლა 4მპ-იანია.
Android 4.4 გაუმჯობესდა ახალი Android Lollipop 5.0-ით
გაიზარდა ბატარიის მოცულობაც რაც უზრუნველყოფს 10 საათიან შეუჩერებელ მოგზაურობას ვებ სივრცეში.
ეკრანი ისევ 5 დიუმიანი 1920x1080p გაფართოებით არის წარმოდგენილი.
ახალი მ9 Dolby 5.1 surround sound-ით და ახალი BoomSound-ის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც მუსიკის მოყვარულებს დააინტერესებს.

ერთ-ერთ მთავარ გაუმჯობესებად მაინც ითვლება 20მპ-იანი კამერა რომელსაც ასევე შეუძლია გადაიღოს 4კ ვიდეო.

მთლიანობაში ახალი M9 გამოირჩევა თავისი წინამორბედისგან და ბევრი თავისი მეტოქისგან, მაგრამ ღირს თუ არა M8-დან M9-ზე გადასვლა ამას მაინც მყიდველი გადაწყვეტს.

მოდერატორის ცვლილება: თემას დაემატა ფოტო.

Comments

  • 4K ვიდეო უკვე სერიოზული სიდიდეა :) სმარტფონებით ფილმების გადაღება უკვე აღარ გვიკვირს მაგრამ როგორც ჩანს უფრო საოცარი ამბები ჯერ წინაა..

    კარგად გაუმჯობესდა საერთო ჯამში. HTC-ს ფანები დატკბებიან.
Sign In or Register to comment.